15 ფაქტი კიტ ჰარინგტონის შესახებ

SHARE
15 ფაქტი კიტ ჰარინგტონის შესახებ

მოხიბლული ხართ ჯონ სნოუთი? მაგრამ რამდენად ბევრი იცით კით ჰარინგტონის შესახებ? სანამ კვირას მეექვსე სეზონის ფინალურ ეპიზოდს ვიხილავთ, წარმოგიდგენთ 18 ფაქტს, რაც კიტ ჰარინგტონის შესახებ, რომელიც არ იცოდით.

1. 11 წლამდე არ იცოდა თავისი ნამდვილი სახელი.

მხოლოდ 11 წლისამ გაიგო, რომ კრისტოფერი ერქვა და არა კიტი.

2.ისთ ლონდონში გაიზარდა

11 წლის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.

3.კიტს უფროსი ძმა ჰყავს.

ჯეკი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობს.

66

4. კიტი არ არის ერთადერთი არტისტი ოჯახში.

დედამისმაც ხელოვნება აირჩია. ის კრეატიული წერის მასწავლებელია. მანამდე კი სცენარისტი იყო.

5. არასოდეს ჰქონია გრძელი თმა

სამეფო კარის თამაშებამდე ყოველთვის მოკლე თმას ატარებდა.

6. სამსახიობო კარიერა თეატრიდან დაიწყო

2008 წელს მეტყველებისა და დრამის სკოლა დაამთავრა.

7.იგრითი მისი ნამდვილი შეყვარებულია

როუზ ლესლი სამეფო კარის თამაშების გადაღებების დროს გაიცნო. ურთერთობას დიდ ხანს მალავდნენ და სულ რაღაც სამი თვის წინ გამოჩნდნენ ერთად საზოგადოებაში.

88

8.მისი საყვარელი წიგნი – 1984

ჯორჯ ორუელის ცნობილი წიგნი ტოტალიტარიზმზე, 1984

9. ის დეპრესიულ ტიპებს თამაშობს

სამეფო კარის თამაშებში პირველად ითამაშა “სექსი ბიჭი”, მანამდე კი მუდმივად დეპრესიულ, დაფიქრებულ გმირებს განასახიერებდა და ეს უფრო მეტად მოსწონდა.

10. სამი პიესა დაწერა

The Guardian-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ერთ დღეს აუცილებლად წავა სცენიდან და დრამატურგიაში ცდის ბედს.

11. პრობლემას ვერ ხედავს გაშიშვლებაში

სერიალის რამდენიმე ეპიზოდში აბსოლუტურად შიშველია, მაგრამ პრობლემა არ აქვს. ფიქრობს რომ უნდა გაიხადო და სულ ეს არის.

12. ჯეიმი ლანისტერი მოსწონს

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, კითხვაზე, თუ ვინ არის მისი საყვარელი პერსონაჟი GOT-ში, თქვა, რომ ეს ჯეიმი ლანისტერი და მისი ძმა ტირიონია.

77

13.რომანტიკოსია

ერთ-ერთ ინტერვიუში თავის იდეალურ პირველ პაემანზე ილაპარა და თქვა, რომ ეს უნდა იყოს განმარტოებით, ინტიმურ გარემოში, ღვინითა და სასიამოვნო ვახშმით.

14. ბევრი საერთო აქვს ჯონ სნოუსთან

ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში თქვა, რომ ისეთივე ამბიციურია, როგორიც სნოუ და მის მსგავსად თავადაც იბრვის იმისთვის, რისიც სჯერა.

15. სერიალის კასტინგზე შავი ლინზებით მივიდა

ფიქრობდა, რომ ეს უფრო მკაცრ გამომეტყველებას მისცემდა.

უყურეთ ახლა: სამეფო კარის თამაშები (მეექვსე სეზონი, მე-9 ეპიზოდი)

მსგავსი პოსტები: 

წყარო: www.popsugar.com