ალისია ვიკანდერი – შვედი პერფექციონისტი ჰოლივუდში!

SHARE
ალისია ვიკანდერი – შვედი პერფექციონისტი ჰოლივუდში!

alicia-vikander-september-2016-ss052015 ალისია ვიკანდერის წელი იყო. შვედმა ვარსკვლავმა წლის ოთხ მთავარ ფილმში ითამაშა, , ,  და . ვიკანდერი ის გოგოა, რომელმაც 2015 წელს ოქროს გლობუსი აიღო სთვის და ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დანიელ გოგოში. ის თანამედროვე მოდის დიზაინერების მუზაა – 2014-ში ლუი ვიტონის სახე გახდა.

ახლა მსოფლიო მის ფერხთაა. წელსაც საოცარი პროექტები აქვს. ის უკვე გამოჩნდა “ჯეისონ ბორნში”, თამაშობს ლარა კროფტს ახალ “ტომბ რაიდერში”.  ითამაშებს ვიმ ვენდერსის “Submergence”-ში ჯეიმს მაკევოისთან ერთად და ლიზა ლენგზესის “ეიფორიაშიც” მიიღო როლი.

მაგრამ ამ ფილმებამდე, სექტემბერში ეკრანებზე The Light Between Oceans გამოვა, სადაც ალისია თავის ბოიფრენდთან მაიკლ ფასბინდერთან ერთად თამაშობს. ფილმში ალისია შუქურის დარაჯის ცოლია და ქმართან ერთად, ნავში ნაპოვნ გოგონას ზრდის. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე შეუყვარდა წყვილს ერთმანეთი.

ალისია თავის დამოკიდებულებაზე ყვება ჰოლივუდთან დააკვშირებით: “ჰოლივუდი ჭორივით იყო. მე და დედაჩემი ვაყენებდით მაღვიძარას დილის ორი საათისთვის, ოსკარების საყურებლად და ეს ფანჯარასავით იყო სხვა სამყაროში. და შემდეგ მე მის წინაშე (ოსკარზე) აღმოვჩნდი ამ წელს. ჩვენ შვედურად ვიგინებოდით. ეს იყო საოცრად დედანატირები რაღაც… WoW”. 

alicia-vikander-september-2016-ss02ისინი, ვისაც მასთან უმუშავია თვლიან, რომ ალისია ბუნების ისეთი იშვიათი ძალაა, რომ ერთადერთი საშუალება დარჩენილიყო შვედეთში და არ გამხდარიყო ცნობილი ვარსკლავი, იქნებოდა თუკი ის თავად მოიმოქმედებდა რამეს ამის გასაკეთებლად. მისი თანამშრომლები ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ყვებიან. “მე უბრალოდ ჩამითრია მან!” ამბობს, რეჟისორი ჯო რაიტი. და მათი აღფრთოვანება იზრდება, როცა ალისიას პერფექციონისტული შეუპოვრობის მომსწრენი ხდებიან. ეს თვისება მან ბალეტის სკოლაში მიიღო. “ცეკვის დროს, შენ ისევ აკეთებ ამას, და ისევ აკეთებ, და ისევ აკეთებ, სანამ სწორად არ გააკეთებ. ბალეტთან დამოკიდებულებამ შესძინა მას ეს თვისება. ის აბსოლუტურ სიჯიუტეს და აბსოლუტურ სურვილს იჩენს საუკეთესოს შესაქმნელად. და არსებობს კიდევ რაღაც, რასაც მის ტექნიკურ სრულყოფილებასთან არ აქვს კავშირი. ეს მისი ღრმა ემოციურობა და შესაძლებლობაა იგრძნოს ვულკანური ამოფრქვევა”, ამბობს ედი რედმეინი.

ეკრანზე ის საოცრად გაწონასწორებულია, არაამქვეყნიურადაც კი. რეალურ ცხოვრებაში კი მას ხმამაღალი სიცილი ახასიათებს და საოცრად ლაქლაქაა, სრულიად განსხვავებული მისი ეკრანული სახეებისგან. სხვა ვერ შეძლებდა, ალისიას კი შეუძლია გამოტენილი პირით გიამბოთ ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ფასბინდერთან ურთიერთობის შესახებ დეტალებს საიდუმლოდ ინახავს, მანამდე ჩვევად ჰქონდა ყველაფრის მოყოლა თავის სასიყვარულო ამბებზე. ჯო რაითი ამბობს, რომ კარენინას გადაღებებზე მას ახალი ბოიფრენდი ყავდა და გადაღებების დაწყებამდე ყოველ დილას ყვებოდა, ახალ-ახალ ამბებს.

წყარო: Vanityfair.com

უყურეთ ახლა: