Geometria – გილერმო დელ ტორო

SHARE
, / 5937 0
Geometria – გილერმო დელ ტორო

ყველასთვის ცნობილი ფილმების Pan’s Labyrinth, Hellboy და Pacific Rim-ის მექსიკელი კინორეჟისორი გილერმო დელ ტოროს  დებიუტი კინემატოგრაფიაში 1993 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟანი ფილმით Cronos-ით შედგა. მისი ფილმები ფანტასტიკური ან საშინელებათა ჟანრისა, რომლებშიც იუმორია შეზავებული. მის დებიუტამდე დელ ტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმებით იყო დაკავაებული, რომელიბიდანაც მხოლოდ ორი Geometria და Dona Lupe გამოვიდა ეკრანებზე. guillermo_del_toro_tribute_by_gerky_art-d38gdxn

მწერალ ფრედრიკ ბრაუნის ნოველა Naturally-ის მიხედვით გადაღებული ფილმი Geometria (1987) რეჟისორის რიგით მეათე მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი აღმოჩნდა, რომლის გადაღებაც, ქალაქ გავადალაჰარაში, მექსიკაში, მხოლოდ ათასი დოლარი დაჯდა. ფილმში სკოლის მოსწავლე ბიჭი, რომელიც გეომეტრიის გამოცდაში უკვე რამდენჯერმე ჩაიჭრა, ახლა მის ჩაბარებას შავი მაგიის დახმარებით ცდილობს. ფილმის ცალსახად შავი კომედიაა. Geometria ინსპირირებულია 1973 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმით The Exorcist, რომლის კადრებიც დელ ტორომ  ამავე ფილმში წარმატებით გამოიყენა.

ერთ-ერთ ინტერვიუში დელ ტორო აღნიშნავს, რომ ფილმის მუქი სისხლისფერი და მუქი ლურჯით დატვირთვამ მას დამატებით ეფექტი შესძინა. ფილმში გამოყენებულია 80-იანი წლების ელექტრომუსიკა, სინთეზატორის ელემენტებით.