ჰარი პოტერის ამბავი დასრულდა! ჯოან როულინგი მუშაობას წყვეტს!

SHARE
ჰარი პოტერის ამბავი დასრულდა! ჯოან როულინგი მუშაობას წყვეტს!

ბრიტანტელმა მწერალმა ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ აღარ დაწერს ჰარი პოტერის არც ერთ ისტორიას.

31 ივლის წიგნის “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის” რელიზი შედგა, რომელიც მოიცავს იმავე სახელწოდების პიესას და რომლის მიხედვითაც იმავე სახელწოდების სპექტაკლი დაიდგა. მოქმედება ცნობილი მოქმედებებიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება და ის როულინგთან ერთად ჯეკ თორნმა და ჯონ ტიფანიმ დაწერეს.

თავისი გმირის შესახებ როულინგი ამბობს: “პიესაში ის ძალიან დიდ გზას გადის, და ვფიქრობ, ამის შემდეგ მე და ის ერთმანეთს დავშორდებით. ეს შემდგომი თაობაა და ჩემთვის სასიამოვნოა ნახვა იმის, თუ როგორ არის ის ნაჩვენები, მაგრამ ჰარისთან ყველაფერი დასრულდა”.

სიუჟეტის მიხედვით ჰარი პოტერი მაგიის სამინისტროში მუშაობს, სამი შვილი და ცოლი ჰყავს. ის წარსულს კიდევ ერთხელ ეჯახება, როცა მისი უმცროსი შვილი, ალბუსი ოჯახის მემკვიდრეობაში გარკვევას იწყებს და მამა-შვილს უსიამოვნო სიმართლის გაგება უწევთ: ბოროტება ჩნდება იქ, სადაც მას არავინ ელოდება.

სპექტაკლის პრემიერა ლონდონის Palace Theatre-ში გაიმართა 30 ივლისს. კრიტიკოსებმა პიესა დადებითად მიიღეს.  ჰარი პოტერის ფილმების პროდუსერმა დევიდ ჰეიმანმა კი განაცხადა, რომ “დაწყევლილი ბავშვის” ეკრანზე გადატანა ჯერ არ იგეგმება.

უყურეთ ახლა: 

მსგავსი პოსტები: 

წყარო: Variety.com