‘Severus Snape and the Marauders’ – ამბავი ჰარის დაბადებამდე

SHARE
‘Severus Snape and the Marauders’ – ამბავი ჰარის დაბადებამდე

‘ჰარი პოტერის’ ფანები სევერუს სნეიპის სამყაროს შესახებ ფილმს ძალიან მალე იხილავს.

The_Marauders

ამბავი მოგვითხრობს სევერუს სნეიპისა და ონავრების – ჯეიმს პოტერის, სირიუს ბლექის, რემუს ლუპინისა და პიტერ პეტიგრიუს შესახებ.

Broad Stokes Production-ის მიერ გავრცელებულ პირველ ტრეილერში ასახულია ჰარი პოტერის მშობლების მძიმე გამოცდილება ჰოგვორტსში ყოფნისას. ტრეილერში ასევე ჩანს სნეიპი-ლილი-ჯეიმსის სასიყვარულო სამკუთხედი.

მომედება ხდება 1978 წელს, ონვრებმის სკოლის დამთავრებას ბარში აღნიშნავენ და თავიანთ ცხოვრებას განიხილავენ, რომელიც უკვე ომს უკავშირდება. ზუსტად ამ დროს ბარში სევერუს სნეიპი შემოდის, ჯეიმს პოტერი გადაწყვეტს, სნეიპს ერთხელ და სამუდამოდ რაღაც მოუხერხოს…

ფილმის რეჟისორია ჯასტინ ზაგფრი, ხოლო როლებში მოგვევლინებიან მიკ იგნისი, კევინ ალენი, დენი ჯეი, პოლ სტენკო, გერეტ შვაიგჰაუზერი და ზაქარი დევიდი.

‘სევერუს სნეიპი და ონავრები’ დეკემბერში გამოვა და ყველა ფანისთვის ხელმისაწვდომი იქნება youtube-ზე.